აზაროვის „შახტარი“ ევროპა ლიგას დაემშვიდობა

0
14

დონეცკის „შახტარი“, რომელშიც ირაკლი აზაროვი გამოდის, ევროპა ლიგას გამოეთიშა. უკრაინულმა გუნდმა მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი შეხვედრა სტუმრად ათენის „პანათინაიკოსთან“ 0:0 დააასრულა.
საპასუხო შეხვედრის ძირითად და დამატებით დროში გოლი ასევე არ გასულა, ხოლო პენალტების სერიაში „პანათინაიკოსმა“ 4:3 გაიმარჯვა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საპასუხო მატჩში დონეცკელთა განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია.
„შახტარი“ კონფერენს ლიგის პლეი-ოფში გადაერთო, სადაც შვეიცარიის „სერვეტს“ დაუპირისპირდება. დონეცკელები 21 აგვისტოს „სერვეტს“ უმასპინძლებენ, ხოლო 28 აგვისტოს სტუმრად ითამაშებენ.
ლაშა თაბაგარი