საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი ქვილითაიამ კონფერენს ლიგის მომდინარე გათამაშებაში 3 გოლი გაიტანა, ხოლო მისი გუნდისთვის ევროთასზე გამოსვლა დასრულდა.
კონფერენს ლიგის მე-3 საკვალიფიკაციო ეტაპზე ლიმასოლის „არისმა“, სადაც ქვილითაია გამოდის შინ პირველ შეხვედრა ათენის აეკ-თან 2:2 დაამთავრა. საპასუხო მატჩს ბერძნები 1:0 იგებდნენ, ხოლო სასტარტო შემადგენლობაში მყოფმა ქართველმა 62-ე წუთზე ანგარიში პენალტიდან გაათანაბრა. ქვილითაია 77-ე წუთზე შეცვალეს. ძირითადმა დრომ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, ხოლო დამატებით დროში ბერძნებმა ორი ბურთი გაიტანეს და პლეი-ოფში გავიდნენ.
ლაშა თაბაგარი





