ჟორჟე ჟეზუში „ალ-ჰილალიდან“ გაუშვეს

0
40

„ალ-ჰილალის“ ხელმძღვანელებმა დაკავებული თანამდებობიდან ჟორჟე ჟეზუში გაათავისუფლეს, რის შესახებ საუდის არაბეთის მედია იუწყება.
70 წლის პორტუგალიელი სპეციალისტი აზიის ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში შინ „ალ-აჰლისთან“ 1:3 წაგების შემდეგ  გაუშვეს. მიმდინარე სეზონის ბოლომდე გუნდის თავკაცის მოვალეობას მოჰამედ ალ-შაჰუბი შეასრულებს, რომელიც მანამდე ჟეზუშის თანაშემწე იყო.
ჟეზუში „ალ-ჰილალს“ 2023 წლიდან ავარჯიშებდ. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა გასულ სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონატი და სამეფო თასი მოიგო.
ცნიბისთვის, ბრაზილიური მედიის ინფორმაციით ჟეზუში მსოფლიოს 5-გზის ჩემპიონების გაწვრთნის ერთ-ერთი კანდიდატია, მას მერე, რაც კარლო ანჩელოტიმ სამხრეთ ამერიკელები უარით გაისტუმრა.
ლაშა თაბაგარი