„პარმამ“ კუესტა გაუშვა და ჯილარდინოს ელოდება

0
2

კარლოს კუესტა „პარმას“ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს, რის შესახებ იტალიური კლუბის პრესსამსახური იუწყება. 31 წლის სპეციალისტი გუნდს 2025 წლის ივნისიდან ხელმძღვანელობდა. მანამდე, 4 წელიწადი ლონდონის „არსენალში“ მიკელ არტეტას თანაშემწედ მუშაობდა. გასულ სეზონში კუესტას ხელმძღვანელობით „პარმამ“ სერია A-ში მე-13 ადგილი დაიკავა, ხოლო მიმდინარეში 5 მატჩიდან მხოლოდ ერთი მოიგო და ერთი ფრედ დაასრულა – 4 ქულით 20 გუნდში მე-15 ადგილზეა.
იტალიელი ჟურნალისტის ალფრედო პედულას ინფორმაციით პარმელთა თავკაცის თანამდებობის დაკავების მთავარი კანდიდატი ალბერტო ჯილარდინოა, რომელსაც კლუბის მესვეურები უკვე დაუკავშირდნენ. ჯილარდინოსთან დაკავშირებით მთავარი პრობლემა ისაა, რომ იტალიის ნაკრების 44 წლის ექსფორვარდს „პიზასთან“ მოქმედი კონტრაქტი აკავშირებს. ცნობისთვის, „პარმაში“ ჯილარდინოს დანიშვნის საკითხს შარშანაც განიხილავდნენ, მაგრამ მაშინ კუესტა დანიშნეს.
ლაშა თაბაგარი