ვალვერდე: „ისეთი გუნდები როგორიც „იუნაიტედია“ არაფერს გპატიობენ“

0
9

ერნესტო ვალვერდეს თქმით, „მანჩესტერ იუნაიტედის“ დონის გუნდები არაფერს გპატიობენ. ბილბაოს „ატლეტიკის“ მთავამა მწვრთნელმა ამის შესახებ ევროპა ლიგის 1/2-ფინალის პირველ მატჩში შინ ინგლისურ გუნდთან 0:3 წაგების შემდეგ განაცხადა.
„მიუხედავად იმისა, რომ მეტოქეზე დიდი ზეწოლა გვქონდა, გოლი ვერ გავიტანეთ. როდესაც 0:3 აგებ, ეს ნიშნავს, რომ მეტოქე ცივსისხლიანად ვმოქმედებდით, ხოლო ჩვენ საკუთარი შანსი ვერ გამოვიყენეთ. ისეთი გუნდები როგორიც „იუნაიტედია“ არაფერს გპატიობენ. მოწინააღმდეგე ძალიან ძლიერად მოედნის ფინალურ მესამედზე მოქმედებდა. ასეთი მარცხისგან შესაბამისი დასკვნა უნდა გავაკეთოთ.
გასაგებია, რომ შედეგი მაქსიმალურად უარყოფითია, მაგრამ წინ საპასუხო მატჩია. ჩვენ უბრალოდ მოედანზე უნდა გავიდეთ და ვითამაშოთ. დანებებას არ ვაპირებთ, თუმცა კარგად გვესმის, რომ არსებული მდგომარეობა ჩვენს სასარგებდლოდ არაა“ – ციტირებს ესპანელ სპეციალისტს უეფას ვებგვერდი.
ბილბაოს „ატლეტიკი“ 1/2-ფინალის საპასუხო მატჩს მანჩესტერში 8 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი