უკრაინის ეროვნული გუნდის მთავარ მწვრთნელ ანდრეა მალდერას მიაჩნია, რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანი ხვიჩა კვარაცხელია „ოქროს ბურთს“ იმსახურებს. მან ამის შესახებ ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშების სეზონში B ლიგის მე-2 რაუნდში საქართველოს ნაკრებთან ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” დღეს გასამართ მატჩამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“კვარაცხელია დიდებული ფეხბურთელია. ვფიქრობ, ცალკე მისი სათამაშო დონის ახსნის აუცილებლობა არაა. ამასთანავე, ის ჩვენი მოთამაშის ილია ზაბარნის თანაგუნდელია – პსჟ-ში ერთად თამაშობენ
ვფიქრობ, ხვიჩა “ოქროს ბურთს” იმსახურებს. ამასთანავე, მე არ ვსაუბრობ მხოლოდ მის გამოსვლაზე წელს, არამედ, იმაზე თუ რასაც აჩვენებდა განვლილ სეზონებში “ნაპოლიში”. ჩემი აზრით, იგი ამ ჯილდოს ნამდვილად იმსახურებს და ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ” – აღნიშნა იტალიელმა სპეციალისტმა.
მან უშუალოდ საქართველოს ნაკრების თაობაზე შემდეგი თქვა:
“მწვრთნელის როდესაც იცვლება, გუნდი ამაზე აუცილებლად რეაგირებს. განსაკუთრებით, როცა საუბარი ნაკრებზეა, სადაც ახალ სპეციალისტს სრულფასოვანი სამუშაოს ჩასატარებლად დრო პრაქტიკულად არ აქვს. ამის მიუხედავა, ემოციური თვალსაზრისით ასეთი ცვლილება ფეხბურთელებზე აისახება.
ჩვენ პირველ ყოვლისა საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ და კარგი მატჩის ჩატარებას ვეცადოთ. არ ღირს ენერგიის დახარჯვა იმაზე ფიქრში თუ რა ცვლილება მოხდა მეტოქის შემადგენლობაში”.
საქართველო – უკრაინის დაპირისპირება 20:00 საათზე დაიწყება და ჩვენ გუნდს სათამაშოდ რამაზ სვანაძე გაიყვანს, რომელმაც პირველ ტურში ჩრ.ირლანდიასთან შინ 0:1 მარცხის მერე, ფრანგი ვილი სანიოლი შეცვალა.
ლაშა თაბაგარი





