სანდრო ალთუნაშვილმა ავსტრიაში თავისი პირველი ტიტული მოიგო. „ვოლფესბერგმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ირიცხება ავსტრიის თასის ფინალში „ჰარტბერგი“ 1:0 დაამარცხა. ალთუნაშვილი, რომელმაც მიმდინარე სეზონში ცოტა სათამაშო პრაქტიკა აქვს, სათადარიგოთა სკამზე იყო და არ უთამაშია. ის „ვოლფსბერგში“ მეორე სეზონს ატარებს და ავსტრიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 17 შეხვედრაში სასტარტოში 7-ჯერ მოხვდა, ხოლო მეტოქის კარი ერთხელ აიღო. მან ავსტრიის თასზე 3-ჯერ ითამაშა. „ვოლფსბერგმა“ არსებობის ისტორიაში ავსტრიის თასი პირველად აღმართა.
ლაშა თაბაგარი





