ჰოლანდმა გერმანელი ლეგენდის მიღწევა გაიმეორა

0
4

ნორვეგიის ეროვნული ნაკრების და „მანჩესტერ სიტის“ თავდამსხმელმა ერლინგ ჰოლანდმა ლეგენდარული გერმანელი ფორვარდის გერდ მიულერის მიღწევა გაიამეორა, რომელიც 1974 წელს დამყარდა.
ერთა ლიგის 2026-2027 წლების სეზონის გათამაშების A ლიგის მე-2 ტურში ნორვეგია შინ პორტუგალისთან 1:2 დამარცხდა. განვლილ შეხვედრაში მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი ჰოლანდმა გაიტანა. ის მიულერის შემდეგ პირველი მოთამაშეა, რომელმაც ეროვნულ გუნდში ჩატარებულ საწყის 57 მატჩში მეტოქეთა კარი 65-ჯერ აიღო.
ცნობისთვის, ჰოლანდმა კარიერაში საკლუბო დონეზე ყველა ტურნირში 409-ჯერ ითამაშა და 324 გოლი მიითვალა.
ლაშა თაბაგარი