„მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარ მწვრთნელ რუბენ ამორმის მიაჩნია, რომ ევროპა ლიგის ნახევარფინალის პირველ მატჩში სტუმრად ბილბაოს „ატლეტიკთან“ 3:0 გამარჯვების მიუხედავად, წყვილში გამარჯვებულის ვინაობა ჯერ ბოლომდე გარკვეული არაა.
„შედეგი ძალიან კარგია, მაგრამ ამავე დროს ჩვენ ის სწორად უნდა შევაფასოთ. დასაწყისში ძალიან გაგვიჭირდა და მეტოქე ფეხბურთელის გაძევებამ მატჩის ბედი შეცვალა. ნებისმიერი თამაში შესაძლოა ერთი ეპიზოდის გამო შეიცვალოს. ჩვენ კიდევ ერთი გოლის გატანის შანსი გვქონდა.
ყველაფერი ჯერ კიდევ დასრულებული არაა და მოწინააღმდეგეს იმავეს გაკეთება „ოლდ ტრაფორდზე“ შეუძლია. რა თქმა უნდა, უპირატესობა გვაქვს. ჩვენ საკუთარი გულშემატკივრების თვალწინ ვითამაშებთ, მაგრამ ვიმეორებ, რომ შესაძლოა ყველაფერი შეიცვალოს. ერთ თამაში შესაძლოა ნებიმისმიერი რამ მოხდეს“ – იუწყება პორტუგალიელი სპეციალისტის ნათქვამს უეფას ვებგვერდი.
„მანჩესტერ იუნაიტედი“ ევროპა ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო შეხვედრას შინ 8 მაისს ჩაატარებს.
ლაშა თაბაგარი
