უეფას კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის პირველ შეხვედრაში სევილიას „ბეტისმა“ ფლორენციის „ფიორენტინას“ უმასპინძლა და მინიმალური სხვაობით აჯობა. ესპანელები მე-6 წუთზე ეზალზულიმ დააწინაურა, რომელმაც ბაკამბუს პასი გამოიყენა. 64-ე წუთზე მასპინძლები ორი ბურთით წინ ანტონიმ გაიყვანა. „ფიორენტინადან“ 73-ე წუთზე ანგარიში რანიერიმ შეამცირა და საბოლოოდ, „ბეტისმა“ 2:1 გაიმარჯვა.
ლონდონის „ჩელსი“ შვედეთის „დურგარდენს“ ესტუმრა და 4:1 სძლია. მატჩის მე-12 წუთზე ინგლისელებიდან ანგარიში ჯეიდონ სანჩომ გახსნა, ხოლო მადუეკემ 43-ე წუთზე ლონდონელების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 59-ე წუთზე „დურგარდენის“ კარი ჯექსონმა აიღო, რომელმაც 65-ე წუთზე დუბლი შეასრულა. შვედებიდან ერთი ბურთი 68-ე წუთზე ალემაუეჰუმ გაქვითა.
კონფერენს ლიგის 1/2-ფინალის საპასუხო თამაშები 8 მაისს ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
