კვერნაძის ეფექტური გოლი „ბრეშას“ კარში

0
5

გიორგი კვერნაძემ „ფროზინონეს“ მაისურით მიმდინარე სეზონში იტალიის სერია B-ში თავისი მესამე გოლი გაიტანა.
30-ე ტურში „ფროზინონემ“ „ბრეშა“ მიიღო და 2:1 აჯობა. საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების თავდამსხმელი სასტარტო შემადგენლობაში იყო  და მე-16 წუთზე მეტოქის საჯარიმოში მარცხნიდან შეჭრილმა შორეულ „ცხრიანში“ შეაგდო- 1:0. კვერნაძე 67-ე წუთზე შეცვალეს. მის ანგარიში 3 გოლის გარდა, 2 საგოლე პასია.
სტუმრებმა ანგარიში 42-ე წუთზე მონჩინის დარტყმის შემდეგ გაათანაბრეს. 61-ე წუთზე მასპინძლებიდან თავი გედიემისმა გამოიჩინა და დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა. „ფროზინონე“ 33 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზეა.
ინგლისის ჩემპიონშიფის 38-ე ტურში “უოტფორდი” გასვლაზე “ოქსფორდთან” 0:1 დამარცხდა. საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე სტუმრების სასტარტოში იყო და 84-ე წუთზე შეცვალეს. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 82-ე წუთზე ბენ სირკი დემბელემ გაიტანა. “უოტფორდი” 52 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი