დღეს, საფრანგეთის ქალაქ მონაკოში გამართული ევროპა ლიგის ფაზის კენჭისყრის შემდეგ, გაირკვა ავსტრიის გრაცის „შტურმის“ მეტოქეები, რომელშიც ოთარ კიტეიშვილი და გიზო მამაგეიშვილი გამოდიან.
გრაცელების მოწინააღმდეგეთა ჩამონათვალი ასეთია: “მარსელი”, “ალკმაარი”, “რენი”, „დინამო” (ზაგრები), “ცელიე”, “ბორნმუთი”, ოფი, “ჰოფენჰაიმი”.
36 გუნდს ერთიანი სატურნირო ცხრილი ექნება, თუმცა ყველა ერთმანეთს არ შეხვდება. იქნება სულ რვა ტური, თითოეულ გუნდს მოუწევს 8 მეტოქესთან თამაში, საიდანაც 4 შეხვედრას შინ გამართავს, ოთხსაც სტუმრად. თუ მანამდე ჯგუფში გუნდები ერთმანეთს შინ და სტუმრად ხვდებოდნენ, ამჯერად ასეთ რამ არ იქნება.
8 ტურის შემდეგ სატურნირო ცხრილში 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და კონფერენს ლიგაზე ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ.
ევროპა ლიგა სტარტს 16-17 სექტემბერს აიღებს, ხოლო ფინალი 2027 წლის 26 მაისს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი





