კრისტალბეთ ეროვნული ლიგის მე-4 ტურში ვალერი გაგუას თავკაცობით „თელავმა“ თბილისის „დინამო“ მიიღო, რომელსაც ვლადიმერ კაკაშვილი წვრთნის და გუნდებმა ქულები გაიყვეს – 1:1.
მე-6 წუთზე ვატო არველაძემ კუთხური ჩააწოდა და დაცი ცნობილაძემ თავურით მასპინძლები დააწინაურა, -1:0. მე-13 წუთზე თორნიკე მორჩილაძე მეტოქეს ფეხებში ძალიან უხეშად ჩაუვარდა და მთავარმა მსაჯმა გიორგაძემ ეპიზოდის რეფერის ვიდეოასისტენთან გადამოწმების შემდეგ დინამოელთა ნახევარმცველს წითელი ბარათი აჩვენა.
24-ე წუთზე „თელავის“ საჯარიმოში მყოფი ვაკო გვილიას პასის მერე, მათე ვაწაძემ თავით დაარტყა და ლევან თანდილაშვილმა მოიგერია ბურთი, რომელიც ისევ საქართველოს ნაკრების ექსფორვარდს მიუვიდა, ამ უკანასკნელმა კი ანგარიში გაათანაბრა – 1:1.
დარჩენილ დროში მეტი გოლი არ გასულა და „თელავმა“ სატურნირო ცხრილში 7 ქულით მეორე ადგილი შეინარჩუნა, ხოლო „დინამო“ 5 ქულით მეოთხეა.
სანაკრებო მატჩებით გამოწვეული პაუზის შემდეგ, კრისტალბეთ ეროვნულ ლიგაში მე-5 ტური 28 მარტს შედგება.
თელავი 1:1 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი
