გულიაშვილის მე-19 გოლი სეზონში, გორდეზიანის – პირველი

0
8

მარტის სანაკრებო მატჩებისთვის შეკრებაზე გამოძახებულმა გიორგი გულიაშვილმა ბოსნიის ჩემპიონატში კიდევ ერთი ბურთი გაიტანა.
„სარაევომ“, სადაც გულიაშვილი და 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი ვასილიოს გორდეზიანი გამოდიან, „იგმანი“ მიიღო და 2:0 აჯობა.
ორივე ქართველი ლეგიონერი სასტარტოში იყო და გორდეზიანმა 44-ე წუთზე პენალტიდან თავისი სადებიუტო ბურთი გაიტანა. ის 75-ე წუთზე შეცვალეს.
სარაევოელთა კაპიტანი გულიაშვილი 59-ე წუთზე მეტოქის საჯარიმოში შეიჭრა, სადაც ორ მცველს გაექცა და ამ სეზონში ჩემპიონატში თავისი მე-14 ბურთი გაიტანა. გარდა ამისა, მან თასზე თავი 4-ჯერ გამოიჩინა, ხოლო ერთი გოლი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე მიითვალა.
სტუმრებიდან 82-ე წუთზე თავი ბესაგიჩმა გამოიჩინა. „სარაევო“ 46 ქულით 12-გუნდიან სატურნირო ცხრილში მესამეა.
ლაშა თაბაგარი