ლეონ გორეცკა „ასტონ ვილაში“ ითამაშებს

0
1

ლეონ გორეცკა კარიერას ბირმინგემის „ასტონ ვილაში“ განაგრძობს, რომელსაც უნაი ემერი წვრთნის. გერმანიის ეროვნული ნაკრების 31 წლის ნახევარმცველი ახალ გუნდს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა, რადგან კონტრაქტი ამოეწურა მიუნხენის „ბაიერნთან“, სადაც 2018 წლიდან თამაშობდა.
მან გერმანული გრანდის მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 312 მატჩში 51 გოლი გაიტანა და 53 საგოლე პასი გააკეთა. ის გერმანიის ჩემპიონი 7-ჯერ გახდა, გერმანიის თასს 3-ჯერ დაუეფლა, ხოლო სუპერთასს – 4-ჯერ. გარდა ამისა, თითოჯერ ჩემპიონთა ლიგა, უეფას ევროპის სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო. იგი კარიერის განმავლობაში ასევე „ბოხუმში“ და „შალკეში“ ასპარეზობდა.
გორეცკამ ბუნდესნაკრებში 74-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 15-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი