„იბერიას“ მოწინააღმდეგეები კონფერენს ლიგაში ცნობილია

0
3

თბილისის „იბერიას“ მოწინააღმდეგეები კონფერენს ლიგის ფაზაში დღეს საფრანგეთის ქალაქ მონაკოში გამართული კენჭისყრის შემდეგ გაირკვა. საქართველოს მოქმედი ჩემპიონის მეტოქეთა ჩამონათვალია ასეთია:
„ცრვენა ზვეზდა“ (სერბეთი) (შინ), “კოპენჰაგენი” (დანია) (გასვლა), “ხეტაფე” (ესპანეთი) (შინ), “სენტ-ტრუიდენი” (ბელგია) (გასვლა), “მიალბიუ” (შვედეთი) (შინ), “იაბლონეცი” (ჩეხეთი) (გასვლა).
ცნობისთვის, „ხეტაფეში“ საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი საბა საზონოვი თამაშობს, ხოლო „იაბლონეცში“ – ჩვენი ეროვნული გუნდის ექსნახევარმცველი ვახტანგ ჭანტურიშვილი.
კონფერენს ლიგის საერთო ეტაპზე 36 გუნდი ითამაშებს, რომელთაც ერთი სატურნირო ცხრილი ექნებათ. თითოეული მათგანი 6 მატჩს ჩაატარებს 6 სხვადასხვა მეტოქესთან – სამს სახლში და სამს სტუმრად. 8 საუკეთესო გუნდი პირდაპირ მოიპოვებს მერვედფინალის საგზურს, ხოლო 25-დან 36-ე ადგილზე გასული გუნდები, არათუ ჩემპიონთა ლიგას, არამედ, ევროტურნირებს დაემშვიდობებიან და ევროპა ლიგაზეც ვერ გადავლენ.
მე-9-დან 24-ე ადგილზე გასული გუნდები პლეი-ოფში გავლენ, სადაც ორრაუნდიან შეხვედრაში იბრძოლებენ მერვედფინალის საგზურისთვის. მე-9-დან მე-16 ადგილზე გასული გუნდები წილისყრისას განთესილები იქნებიან (ხოლო დანარჩენები განუთესავები), რის გამოც პლეი-ოფის ორრაუნდიან ბრძოლაში პირველ მატჩს შინ ჩაატარებენ.
კონფერენს ლიგის ფაზა სტარტს 15 ოქტომბერს აიღებს, ხოლო ფინალი 2 ივნისს სტამბოლში „ბეშიქთაშის“ საშინაო არენაზე ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი