გიორგი მიქაუტაძემ „ლიონის“ მაისურით ევროპა ლიგის მიმდინარე გათამაშებასი მეორე დუბლი შეასრულა.
1/8-ფინალის საპასუხო შეხვედრაში „ლიონმა“ ბუქარესტის „სტიაუა“ მიიღო და 4;0 დაამარცხა. შეხვედრის მე-14 წუთზე შერკის პასის შემდეგ, მიქაუტაძე საჯარიმოში ორ მცველს გაცდა და მარცხენა ფეხით დაბალ კუთხეში დარტყმით ანგარში გახსნა – 1:0.
37-ე წუთზე მიქაუტაძემ საჯარიმოში მიიღო ბურთი და ნუამას გაატანინა – 2:0. 47-ე წუთზე შერკის გადაცემის მერე, მიქაუტაძემ საჯარიმოში ბურთი ერთი შეხებით გააჩერა, ხოლო მეორეთი ზუსტად დაარტყა – 3:0. 88-ე წუთზე საქართველოს ეროვნული ნაკრების ფორვარდმა ერთი შეხებით სტუმართა კარის წინ ნუამა მოძებნა, რომელმაც ვარდნაში გაიტანა – 4:0.
მიმდინარე სეზონში მიქაუტაძემ საფრანგეთის ლიგა 1-ში ჩატარებულ 25 შეხვედრაში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა, ხოლო თასზე 2 შეხვედრაში 2 ბურთი შეაგდო. მან ევროპა ლიგაში 9-ჯერ ითამაშა და მეტოქეთა კარი 4-ჯერ აიღო. მიქაუტაძემ ევროპა ლიგაში პირველი დუბლი „გალათასარაისთან“ მიითვალა.
ლაშა თაბაგარი
