„კოპენჰაგენი“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის, კონფერენს ლიგას გამოეთიში. დანიელებმა 1/8-ფინალში პირველი შეხვედრა სტუმრად ლონდონის „ჩელსისთან’ 1:2 წააგეს, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 0:1 დამარცხდნენ.
ლონდონში ჩატარებულ თამაშში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი განაცხადში მოხვდა, მაგრამ არ უთამაშია. მასპინძლებიდან ერთადერთი გოლი 55-ე წუთზე კირნან დიუზბერი-ჰოლმა გაიტანა.
გოჩოლეიშვილმა კონფერენს ლიგის მიმდინარე გათამაშებაში 10-ჯერ ითამაშა.
ლაშა თაბაგარი
