ანდრია ბართიშვილი ლონდონის „არსენალში“ ითამაშებს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება.
თბილისის „იბერიას“ 17 წლის შემტევი ნახევარმცველი 1 სექტემბერს ლონდონში ჩავა და ინგლისურ გრანდთან 5-წლიან კონტრაქტს გააფორმებს. ის „არსენალს“ 2027 წლის ზაფხულში შეუერთდება, როდესაც 18 წლის გახდება. მის სანაცვლოდ ლონდონელები 4,5 მილიონ ევროს გადაიხდიან.
ლაშა თაბაგარი





