ბრატისლავას „სლოვანი“, რომელშიც გურამ კაშია გამოდის, სლოვაკეთის თასის ნახევარფინალში ითამაშებს.
1/4-ფინალში ბრატისლაველები სტუმრად „კოშიცეს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანმა ამჯერად „სლოვანს“ შეუცვლელად უკაპიტნა.
სტუმრებიდან ერთადერთი გოლი 38-ე წუთზე სომხეთის ნაკრების ნახევარმცველმა ბარსეგიანმა გაიტანა. ბრატისლაველები 57-ე წუთიდან უმცირესობაში თამაშობდნენ, რადგან უკრაინელმა ლეგიონერმა იგნატენკომ მეორე ყვითელი ბარათი მიიღო.
ინგლისის ჩემპიონშიფის 37-ე ტურში „უოტფორდმა“ „სუონსი“ მიიღო და 1:0 დაამარცხა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის შემტევმა ნახევარმცველმა სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა და 84-ე წუთზე შეცვალეს. „უოტფორდიდან“ ერთადერთი გოლი 27-ე წუთზე მუსა სისოკომ გაიტანა. უოტფორდელები 44 ქულით 24-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზე არიან.
ლაშა თაბაგარი





