გერმანიის პირველ ბუნდესლიგაში ლუკა ლოჩოშვილის დებიუტი შედგა. „კიოლნმა“, რომელსაც საქართველოს ნაკრების მცველი მიმდინარე ზაფხულში შეუერთდა, პირველ ტურში „ჰოფენჰაიმი“ მიიღო და 3:2 დაამარცხა.
ლოჩოშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა.
მატჩის 27-ე წუთზე სტუმრებიდან ანგარიში დაგიმ გახსნა, ხოლო 51-ე წუთზე საპასუხო ბურთი ელ მალამ გაიტანა. 57-ე წუთზე „ჰოფენჰაიმის“ ფეხბურთელმა მოერსტედტმა პენალტი ვერ გამოიყენა. ათ წუთში სტუმრები წინ კაბაკმა გაიყვანა.
72-ე წუთზე ანგარიში დალინგამ გაათანაბრა, რომელმაც 82-ე წუთზე დუბლი შეასრულა და საბოლოოდ, ეს გოლი გადამწყვეტი აღმოჩნდა.
გოჩოლეიშვილი მე-12 ქართველი ფეხბურთელია, რომელმაც პირველ ბუნდესლიგაში ითამაშა. მანამდე, გერმანული ფეხბურთის ელიტაში შემდეგი მოთამაშეები გამოდიოდნენ:
რეზო არველაძე, კახა ცხადაძე, ალექსანდრე იაშვილი, ლევან კობიაშვილი, ლევან ცქიტიშვილი, არჩილ არველაძე, ოთარ ხიზანეიშვილი, დავით თარგამაძე, ლევან ყენია, ბუდუ ზივზივაძე, გიორგი გოჩოლეიშვილი.
ლაშა თაბაგარი





