ეგოიანის გუნდმა დერბი მოიგო

0
3

როტერდამის „ექსელსიორი“, რომლის ერთ-ერთ წამყვან ფეხბურთელად ირაკლი ეგოიანი ჩამოყალიბდა, ნიდერლანდების ერედივიზიონის მე-4 ტურში შინ თანაქალაქელ „სპარტას“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით აჯობა.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება მიიღო.
მატჩის 24-ე წუთზე ანგარიში სლიტიმ გახსნა, ხოლო 48-ე წუთზე ზონეველდმა საპასუხო ბურთი გაიტანა. მსაჯის მიერ ძირითადი დროსთვის დამატებულ მე-2 წუთზე „ექსელსიორიდნ“ გამარჯვების გოლი გროენმა შეაგდო. „ექსელსიორი“ 6 ქულით 18-გუნდიან სატურნირო ცხრილში მეექვსეა.
ლაშა თაბაგარი