ჯონ ვან სხიპმა სომხეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

0
5

სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნული გუნდიის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან სხიპმა ერთა ლიგის B ლიგის პლეი-ოფში საქართველოს ნაკრებთან გასამართი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
ნიდერლანდელმა სპეციალისტმა შეკრებაზე შემდეგ მოთამაშეებს უხმო:
მეკარეები: ოგნიენ ჩანჩარევიჩი („ნოა“), არსენ ბეგლარიანი („ვანი“), ნეჰრი ავაღიანი („არარატ-არმენია“).
მცველები: ვარაზდათ აროიანი („პიუნიკი“), ოვანეს ამბარცუმიანი („ნოა“), სერგეი მურადიანი („ნოა“), კამო ოვანესიანი („არარატ-არმენია“), ნაირ ტიკნიზიანი („ლოკომოტივი“ , რუსეთი), სტიოპა მკრტჩიანი („ოსიეკი“, ხორვატია), გეორგი არუთინიანი („პუშკაშ აკადემია“, უნგრეთი), ედგარ გრიგორიანი („არარატ-არმენია“).
ნახევარმცველები: ვაჰან ბიჩახჩიანი („ლეგია“, პოლონეთი), არტურ სერობიანი („შერიფი“, მოლდოვა), უგოჩუკვუ ივუ („რუბინი“, რუსეთი), ნარეკ გრიგორიანი („ფარული“), არტაკ დაშიანი („ნოა“), სოლომონ უდო („პიუნიკი“), გორ მანველიანი („ნოა“).
თავდამსხმელები: არტურ მირანიანი („კლუჟი“), ედგარ სევიკიანი („ლოკომოტივი“ მოსკოვი), ჰრანტ-ლეონ რანოსი („კაიზერსლაუტერნი“), ტიგრან ბარსეგიანი („სლოვანი“, სლოოვაკეთი), ნიკოლას კალუკიანი („ურარტუ“).
სომხეთი საქართველოს 20 მარტს ვაზგენ სარგსიანის რესპუბლიკურ სტადიონზე უმასპინძლებს, სადაც 14000 გულშემატკივარი ეტევა. საპასუხო შეხვედრა 23 მარტს თბილისში ბორის პაიჭაძის სახელობის “დინამო არენაზე” ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი