საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველმა ირაკლი ეგოიანმა „ვიტესის“ მაისურით მიმდინარე სეზონში ნიდერლანდების რანგით მეორე ლიგაში თავისი მე-6 გოლი გაიტანა.
29-ე ტურში არნემელები სტუმრად „ეინდჰოვენს“ შეხვდნენ და უხვგოლიან მატჩში გუნდებმა ქულები გაიყვეს – 3:3.
თამაშის მე-8 წწუთზე მეტოქის საჯარიმოში მარჯვნიდან შესულმა დე რეგტმა პასი კართან ახლოს მდგომ ეგოიანს გაუკეთა, რომელმაც თავის ანგარიში გახსნა. 24-ე წუთზე ეგოიიანმა ბურთი მეტოქის ნახევარზე ჩაჭრა და მეკარესთან პირისპირ გასულმა დაარტყა, მაგრამ ბორგმანსმა ბურთი ფეხით მოიგერია. 32-ე წუთზე ეგოიანმა თავის ნახევარზე აართვა ბურთი მეტოქეს და საჯარიმომდე ირბინა, სადაც პასი ბუტნერს გაუკეთა, რომლის დარტყმის შემდეგ ანგარიში 2:0 გახდა. ამის შემდეგ მასპინძლებმა თავის კარში 3 ბურთი გაუშვეს და ანგარიში მე-80 წუთზე პენალტიდან გაათანაბრეს.
ჩვენი 21-წლამდელების შუახაზელმა, რომელმაც მოწინააღმდეგის კარი ზედიზედ მეორე შეხვედრაში აიღო არ შეუცვლიათ და საუკეთესო მოთამაშეც გახდა. მის ანგარიშიზე მიმდინარე სეზონში 6 გოლის გარდა, 5 საგოლე პასია.
„ვიტესს“ ფინანსური პრობლემების გამო სეზონის წინ 27 ქულა დააკლეს და 5 ქულით 20 გუნდში ბოლო ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
