გველესიანმა სტუმრად მოიგო

0
65

„პერსეპოლისმა“, რომლის შემადგენლობაში გიორგი გველესიანი გამოდის, ირანის ჩემპიონატში წაუგებელი მატჩების სერია გაახანგრძლივა. 22-ე ტურში „პერსეპოლისი“ სტუმრად „ჩადორმალუს“ შეხვდა და 1:0 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა და მე-9 წუთზე გააფრთხილეს. გამარჯვებულებიდან ერთადერთი გოლი მე-15 წუთზე დურსუნმა გაიტანა.
გველესიანის გუნდს ზედიზედ 7 მატჩია არ წაუგია (4 გამარჯვება და 3 ფრე) – 44 ქულით მე-3 ადგილზეა, ხოლო პირველ-მეორე ადგილზე მყოფ „ტრაქტორს“ და „სეპაჰანს“ ქულით ჩამორჩება.
გველესიანმა მიმდინარე სეზონში ირანის ჩემპიონატში 22-ჯერ ითამაშა და 2 გოლი გაიტანა, აზიის ჩემპიონთა ლიგაში კი 7 მატჩი ჩაატარა და მეტოქეთა კარი 2-ჯერ აიღო.
ლაშა თაბაგარი