მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის კარლო ანჩელოტის თქმით, დაკავებულ თანამდებობას თავისი სურვილით არასოდეს დატოვებს.
„აქედან წასვლის გადაწყვეტილებას არასოდეს მივიღებ, რადგან ეს კლუბის პრეზიდენტის პრეროგატივაა. ჩემი შვილი დავიდე ანჩელოტი კარგი მწვრთნელი გახდება.
„რეალი“ უნიკალური კლუბია, რომელსაც სოსიოსი ფლობს და არაა პრეზიედენტი ვინც ფულს დებს. ფლორენტინო პერესი საკუთარ თავზე მხოლოს სავარაუდო დანაკარგებს იღებს.
„რეალის“ წევრობა შთამომავლობით გადაეცემა, რაც ისტორიის, ტრადიციის და კულტურის გაფრთხილების გარანტიაა. ეს საუცხოოდ ესმოდა პრეზიდენტ სანტიაგუ ბერნაბეუს, ხოლო ახლა – ფლორენტინო პერესს.
კლუბის ფასეულობები განხილვას არ ექვემდებარება – „რეალში“ არასოდეს იქნება ფეხბურთელი, რომელიც კლუბზე მეტია“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს mundodeportivo.com.
ცნობისთვის, ანჩელოტი “რეალის” ისტორიაში ყველაზე ტიტულიანი მწვრთნელია. მანმადრიდელებთან ერთად 15 ტიტული მოიგო – ორჯერ ესპანეთის ლა ლიგა, ორჯერ ესპანეთის თასი, ორჯერ ესპანეთის სუპერთასი, სამჯერ ჩემპიონთა ლიგა, სამჯერ ევროპის სუპერთასი, ორჯერ მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი, ხოლო ერთხელ საკონტინენტთაშორისო თასი.
ლაშა თაბაგარი
