გოგლიჩიძის „ემპოლი“ შინ „ატალანტასთან“ განადგურდა

0
6

„ემპოლიმ“, რომელშიც საბა გოგლიჩიძე გამოდის, იტალიის სერია A-ში მორიგი ცუდი მატჩი ჩაატარა. ტოსკანელებმა ბერგამოს „ატალანტა“ მიიღეს და თავის კარში 5 უპასუხო ბურთი გაუშვეს. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა შეუცვლელად ითამაშა.
27-ე წუთზე ანგარიში გიასის ავტოგოლის შემდეგ გაიხსნა. 33-ე წუთზე რეტეგიმ სტუმრები კიდევ უფრო წინ გაიყვანა, ხოლო 10 წუთში თავი არუნა ლუკმანმა გამოიჩინა. 55-ე წუთზე ლუკმანმა დუბლი შეასრულა, რასაც 74-ე წუთზე ძაპაკოსტას გოლი მოჰყვა.
„ემპოლიმ“ ბოლო 11 მატჩიდან 2 ფრედ დაასრულა და 9 წააგო – 21 ქულით 20-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-18 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი