ქოჩორაშვილის გუნდმა კონკურენტს მოუგო

0
15

„ლევანტემ“, რომლის ღირსებას გიორგი ქოჩორაშვილი იცავს, ზედიზედ სამი მატჩის ვერმოგების (2 ფრე და 1 მარცხი) შემდეგ, სამი ქულა აიღო.
ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 28-ე ტურში „ლევანტემ“ სატურნირო ცხრილში უშუალო კონკურენტი „მირანდესი“ მიიღო და 1:0 გაიმარჯვა. საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. 65-ე წუთზე გამარჯვების გოლი კარლოს ალვარესმა გაიტანა. „ლევანტე“ 47 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა.
იტალიის სერია B-ს 27-ე ტურში „სალერნიტანამ“ თავის მოედანზე „ფროზინონესთან“ 1:1 ითამაშა. მასპინძლებში ჩვენი ეროვნული გუნდის მცველმა ლუკა ლოჩოშვილმა ორი ტაიმი ითამაშა. სტუმრების განაცხადში საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების ფორვარდი გიორგი კვერნაძე იყო, რომელსაც არ უთამაშია.
„სალერნიტანა“ 26 ქულით 20-გუნდს შორის მე-18 პოზიციაზეა, ხოლო „ფროზინონე“ 24 ქულით მეცხრამეტეა.
ლაშა თაბაგარი