რონალდუ: „შემიძლია ნაკრებიდან დღესვე წავიდე“

0
0

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით თუ პორტუგალიის ნაკრებში მისი იმედი აღარ ექნებათ, შეკრებას დღესვე დატოვებს.
„თუ პორტუგალიაში ჩემი აღარ ეიმედებათ, შემიძლია დღესვე წავიდე. ამ მხრივ პრობლემა არ მაქვს. თუ ჩემი ნახვა პორტუგალიის ნაკრებში აღარ ენდომებათ, ქვეყნის პრეზიდენტიც რომ იყოს, ამის შესახებ პირველი დაველაპარაკებით.
თუ ისინი მენდობიან, მაშინ მეც ვენდობი. პორტუგალიელი ხალკი მენდობა და ნაკრებში თამაშს ამიტომ განვაგრძობ“ – იუწყება პორტუგალიის ნაკრების კაპიტნის ნათქვამს ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო.
მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, 41 წლის რონალდუმ განაცხადა, რომ მუნდიალზე მეტს აღარ ითამაშებდა. თუმცა, ნაკრებიდან წასვლის შესახებ არაფერი უთქვამს. პორტუგალიის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა ჟორჟე ჟეზუშმა ვეტერანი ფორვარდი ერთა ლიგის 2026-2027 წლების გათამაშებისთვის შეკრებაზე გამოიძახა. რონალდუ პორტუგალიის ნაკრებში 2003 წლიდან გამოდის და ყველა ტურნირში ჩატარებულ 233 მატჩში 146 გოლი გაიტანა, რაც ფეხბურთის ისტორიაში რეკორდია. მან ნაკრებთან ერთად ერთხელ ევროპის ჩემპიონატი, ხოლო ორჯერ ერთა ლიგა მოიგო.
ლაშა თაბაგარი