ქვილითაიამ გოლების რაოდენობა შვიდამდე გაზარდა

0
13

გიორგი ქვილითაიამ ამ სეზონში კვიპროსის ჩემპიონატში თავის ანგარიშზე მე-7 გოლი ჩაიწერა.
24-ე ტურში „არისმა“, რომელშიც საქართველოს ეროვნული გუნდის ფორვარდი გამოდის შინ აელ-ს 4:0 აჯობა. ქვილითაია სასტარტო შემადგენლობასი იყო და 58-ე წუთზე ყვითელი ბარათი მიიღო, ხოლო 69-ე წუთზე პენალტიდან ანგარიშში სხვაობა სამ ბურთამდე გაზარდა. ის 76-ე წუთზე შეცვალეს. ქვილითაიამ გოლებს თავი 17 შეხვედრაში მოუყარა.
„არისს“ 55 ქულა აქვს და 14-გუნდიან სატურნირო ცხრილში მე-2 ადგილზეა.
არადიპოუს “ომონიამ” საკუთარ მოედანზე ახნას “ეთნიკოსთან” 2:2 ითამაშა. მასპინძლებს ჩვენი ეროვნული გუნდის მეკარემ გიორგი ლორიამ შეუცვლელად უკაპიტნა. “ომონია” 20 ქულით მეთერთმეტეა.

ლაშა თაბაგარი