„ვალენსიას“ მთავარ მწვრთნელად ხავიერ აგირე დანიშნეს, რის შესახებ ესპანეთის ლა ლიგის კლუბის პრესსამსახური იუწყება. 67 წლის ესპანელმა სპეციალისტმა კარლოს კორბარანი შეცვალა, რომელიც 13 სექტემბერს დაითხოვეს. მან „ვალენსიასთან“ მიმდინარე სეზონის ბოლომდე გააფორმა კონტრაქტი, რომლის ამოწურვის შემდეგ, მხარების სურვილის შემთხვევაში თანამშრომლობა კიდევ ერთი წელი გაგრძელდება.
აგირე ბოლოს მექსიკის ნაკრებში მუშაობდა, რომელიც მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ დატოვა. მისთვის ესპანური ფეხბურთი უცხო ნამდვილად არაა, რადგან სხვადასხბვა დროს „ოსასუნას“, მადრიდის „ატლეტიკოს“, „სარაგოსას“, „ესპანიოლს“, „ლეგანესს“ და „მალიორკას“ ავარჯიშებდა.
„ვალენსიამ“ მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ჩატარებულ 7 ტურში 4 ქულა დააგროვა და მე-19 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი





