რობინ ვან პერსი „ფეინოორდს“ გაწვრთნის

0
7

როტერდამის „ფეინოორდის“ ახალი მთავარი მწვრთნელი რობინ ვან პერსი იქნება, რის შესახებ ჟურნალისტი დევიდ ორნშტეინი იუწყება.
ნიდერლანდების ეროვნული ნაკრების ექსფოევარდი დანიელ ბრიან პრისკეს შეცვლის, რომელიც თანამდებობიდან 11 თებერვალს დაითხოვეს. ვან პერსი როტერდამელებთან კონტრაქტს 2027 წლის ზაფხულამდე გააფორმებს, ხოლო „ჰერენვენი“ მისი წასვლის სანაცვლოდ კომპენსაციას მიიღებს.
41 წლის ვან პერსი „ჰერენვენს“ გასული წლის ზაფხულიდან ავარჯიშებს. მანამდე, ის მწვრთნელად „ფეინოორდის“ საფეხბურთო აკადემიაში მუშაობდა.
ლაშა თაბაგარი