ფაბინიო და სალაჰი ისევ ერთად ითამაშებენ

0
9

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი ფაბინიო კარიერას „ტრაბზონსფორში“ განაგრძობს. თურქული კლუბის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ლივერპულის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კონტრაქტი გააფორმა, რომლის დეტალები არ გახმაურებულა.
32 წლის ბრაზილიელი ბოლო სამი სეზონის განმავლობაში საუდის არაბეთის „ალ იტიჰადში“ გამოდიოდა, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ დატოვა. მან გასულ სეზონში არაბულ კლუბში ყველა ტურნირში ჩატარებულ 44 შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა.
„ლივერპულში“ 2018 წლიდან გამოდიოდა და ყველა ტურნირში ჩატარებულ 2019 მატჩში 11 გოლი გაიტანა.
მან მერსისაიდელებთან ერთად თითოჯერ ინგლისის პრემიერლიგა, ინგლისის ასოციაციის თასი, ინგლისის ლიგის თასი, ინგლისის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატი მოიგო.
ცნობისთვის, ზაფხულში „ტრაბზონსფორმა“ ეგვიპტის ეროვნული გუნდის კაპიტანი და „ლივერპულის“ ექსფორვარდი მოჰამედ სალაჰი დაიმატა.
ლაშა თაბაგარი