„სიტი“ „პალმეირასის“ ნახევარმცველში 40 მილიონს იხდის

0
0

„მანჩესტერ სიტი“, რომელსაც მიმდინარე ზაფხულში სათავეში ენცო მარესკა ჩაუდგა, „პალმეირასიდან“ ნახევარმცველ ალანს ყიდულობს, რის თაობაზე ინფორმაციას იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
ინგლისური გრანდი 22 წლის ფეხბურთელის სანაცვლოდ სამხრეთ ამერიკულ კლუბს 40 მილიონ ევროს გადაუხდის.
ალანი „პალმეირასის“ აღზრდილია და პირველ გუნდში 2025 წლიდან გამოდის. მან ყველა ტურნირში ჩატარებულ 71 მატჩში 3 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი