პსჟ, რომელშიც ხვიჩა კვარაცხელია გამოდის ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში “ლივერპულს” შეხვდება. ეს დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში მდება უეფას შტაბ-ბინაში ჩატარებული კენჭისყრის შედეგად გაირკვა, რომელშიც საპატიო სტუმრად ბრაზილიის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის “ბაიერნის” თავდამსხმელი ჯოვანი ელბერი მონაწილეობდა. ცნობისთვის, კვარაცხელიას “ლივერპულის” წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე “ნაპოლის” მაისურით უთამაშია.
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შემდეგი გუნდები დაწყვილდნენ:
“ბრიუგე” – “ასტონ ვილა” (ბირმინგემი)
“ბორუსია” (დორტმუნდი) – “ლილი”
“რეალი” (მადრიდი) – “ატლეტიკო” (მადრიდი)
“ბაიერნი” (მიუნხენი) – “ბაიერი” (ლევერკუზენი)
პსვ(ეინდჰოვენი) – “არსენალი” (ლონდონი)
“ფეიენოორდი” (როტერდამი) – “ინტერი” (მილანი)
პსჟ (პარიზი) – “ლივერპული”
“ბენფიკა” (ლისაბონი) – “ბარსელონა”
ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩები 4-5 მარტს ჩატარდება, ხოლო საპასუხო – 11-12 მარტს.
დღესვე ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის და 1/2-ფინალის კენჭისყრა შედგა.
1/4-ფინალი:
პსჟ/”ლივერპული” – “ბრიუგე”/”ასტონ ვილა”
პსვ/”არსენალი” – “რეალი”/”ატლეტიკო”
“ბენფიკა”/”ბარსელონა” – “ბორუსია”/”ლილი”.
“ბაიერნი”/”ბაიერი: – “ფეიენოორდი”/”ინტერი”
8-9 და 15-16 აპრილი.
1/2-ფინალი:
“რეალი”/”ატლეტიკო” – პსვ/”არსენალი” V პსჟ/”ლივერპული” – “ბრიუგე”/”ასტონ ვილა”
“ბენფიკა”/”ბარსელონა” – “ბორუსია”/”ლილი” V “ბაიერნი”/”ბაიერი”- “ფეიენოორდი”/”ინტერი”
29-30 აპრილი და 6-7 მაისი
ჩემპიონთა ლიგის ფინალი 31 მაისს გერმანიის ქალაქ მიუნხენის “ალიანს არენაზე” ჩატარდება.
ლაშა თაბაგარი
