კონფერენს ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრების შემდეგ, ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც ტიტულის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობენ.
პლეი-ოფის ორ მატჩში მოპოვებული წარმატების წყალობით 1/8-ფინალში ითამაშებენ:
„პაფოსი“ (კვიპროსი), „ბეტისი“ (ესპანეთი), „ბორაცი“ (ბოსნია-ჰერცეგოვინა), „კოპენჰაგენი“ (დანია), „მიოლდე“ (ნორვეგია), „ცელიე“ (სლოვენია), „პანათინაიკოსი“ (საბერძნეთი) და „იეგიელონია“ (პოლონეთი).
საერთო ეტაპიდან 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდნენ:
„ჩელსი“ (ინგლისი), „ვიტორია გიმარაეში“ (პორტუგალია), „ფიორენტინა“ (იტალია), „რაპიდი“ (ავსტრია), „დიურგარდენი“ (შვედეთი), „ლუგანო“ (შვეიცარია), „ლეგია“ (პოლონეთი) და „სერკლ ბრიუგე“ (ბელგია).
კონფერენს ლიგის კენჭისყრა დღეს ჩატარდება. კონფერენს ლიგის 1/8-ფინალის პირველი მატჩები 6 მარტს შედგება, ხოლო საპასუხო 13 მარტს.
ლაშა თაბაგარი





