„ნიუკასლი“ ნიკო გონსალესს 50 მილიონად ყიდულობს

0
1

ნიკო გონსალესი კარიერას „ნიუკასლში“ განაგრძობს, რის შესახებ იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო იუწყება. „მანჩესტერ სიტი“ 24 წლის ესპანელი ნახევარმცველის სანაცვლოდ 47 მილიონ გირვანქა სტერლინგს მიიღებს, ხოლო კიდევ 3 მილიონი ბონუსადაა გათვალისწინებული,
„სიტიმ“ გონსალესი 2025 წლის თებერვალში „პორტუდან“ 60 მილიონ ევროდ შეიძინა. ესპანელმა მანჩესტერელების მაისურით ყველა ტურნირში ჩატარებულ 59 მატჩში 4 გოლი გაიტანა.
ლაშა თაბაგარი