ევროპა ლიგის 1/8-ფინალის ყველა მონაწილე ცნობილია

0
13

ევროპა ლიგის 1/8-ფინალში მოსახვედრი პლეი-ოფის საპასუხო შეხვედრების შემდეგ, ყველა გუნდის ვინაობა გაირკვა, რომლებიც ტიტულის მოსაგებად ბრძოლას განაგრძობენ.
პლეი-ოფის ორ მატჩში მოპოვებული წარმატების წყალობით 1/8-ფინალში ითამაშებენ: „სტიაუა“ (რუმინეთი), „რომა“ (იტალია)_, „ალკმაარი“ (ნიდერლანდები), „ბოდო-გლიმტი“ (ნორვეგია), „რეალ სოსიედადი“ (ესპანეთი), „ვიქტორია პლზენი“ (ჩეხეთი), „ფენერბაჰჩე“ (თურქეთი) და „აიაქსი“ (ნიდერლანდები).
საერთო ეტაპიდან 1/8-ფინალში პირდაპირ გავიდნენ:
„ლაციო“ (იტალია), „მანჩესტერ იუნაიტედი“ (ინგლისი), „ტოტენჰემი“ (ინგლისი), „აინტრახტი“ (გერმანია), „ლიონი“ (საფრანგეთი), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი) და „რეინჯერსი“ (შოტლანდია).
ევროპა ლიგის კენჭისყრა დღეს ჩატარდება. 1/8-ფინალის პირველი მატჩები 6 მარტს შედგება, ხოლო საპასუხო – 13 მარტს.
ლაშა თაბაგარი