დიეგო კოკა „ვალიადოლიდის’ მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან დაითხოვეს. არგენტინელი სპეციალისტის გუნდს გასული წლის 1 დეკემბრიდან ხელმძღვანელობდა. მან პაულო პესოლანო შეცვალა, რომელიც „ვალიადოლიდს“ 2023 წლიდან ხელმძღვანელობდა.
კოკას თავკაცობით „ვალიადოლიდმა“ ყველა ტურნირში 8 თამაში ჩაატარა და 7 წააგო. მისთვის ბოლო „სევილიასთან“ 0:4 წაგებული შეხვედრა აღმოჩნდა.
ლაშა თაბაგარი
