„კოპენჰაგენმა“, რომელშიც გიორგი გოჩოლეიშვილი გამოდის დანიის სუპერლიგის მე-18 ტურში „რანდერსს“ შეხვდა და 2:1 დაამარცხა. საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ იყო და თამაშში ძირითადი დროსთვის დამატებულ წუთზე ჩაერთო.
სტუმრებიდან 23-ე წუთზე დელეინიმ გახსნა, ხოლო 29-ე წუთზე ლარსონმა „კოპენჰაგენი“| კიდევ უფრო დააწინაურა. მასპინძლებიდან 46-ე წუთზე თავი ნორდლიმ გამოიჩინა. „კოპენჰაგენი“ 36 ქულით 12-გუნდიან ჩემპიონატში ლიდერობს.
პორტუგალიის პრიმეირა ლიგის 22-ე ტურში „ფამალიკაომ“, რომელსაც მიმდინარე ზამთარში ოთარ მამაგეიშვილი შეუერთდა, სტუმრად „ჟილ ვისენტე“ 2;0 დაამარცხა. საქართველო 21-წლამდელთა ნაკრების ნახევარმცველი, რომელსაც ახალ გუნდში დებიუტი წინა ტურში ჰქონდა, განაცხადში იყო და ამჯერად არ უთამაშია. „ფამალიკაო“ 28 ქულით 18-გუნდიან ჩემპიონატში მე-9 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
