კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტური აუტსაიდერების დაპირისპირებით დაიწყო – ანზორ კიღურაძის გაწვრთნილმა თბილისის „სპაერმა“ “მიხეილ მესხი 2”-ზე „გაგრასთან“ ქულები გაიყო – 0:0. მატჩის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელებმა და სტადიონზე შეკრებილმა გულშემატკივრებმა წუთიერი დუმილით პატივი საქართველოს ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტნის აწ გარდაცვლილი გიორგი ნემსაძის ხსოვნას მიაგეს.
განვლილ შეხვედრაში ძალიან ცოტა სახიფათო მომენტები შეიქმნა ორივე გუნდის მხრიდან და ტაბლოზე დაფიქსირებული შედეგი ლოგიკურია.
„გაგრას“ სერბი ჟელკო ლიუბენოვიჩის გაშვებამ და ვლადიმერ ხაჩიძის დანიშვნამ ვერ უშველა, რადგანა ახალი მწვრთნელის ხელმძღვანელობით გუნდს ჯერ თამაში არ მოუგია და 30 ქულით 10-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა. გაგრელებს მიჯრით 6 თამაშში მეტოქეები არ დაუმარცხებიათ.
ეროვნული ლიგის დებიუტანტ „სპაერს“ ზედიზედ 15 თამაშში არ გაუმარჯვია და 27 ქულით მე-9 ადგილზეა.
სპაერი 0:0 გაგრა
ლაშა თაბაგარი





