პსჟ-ს ახალწვეული ხვიჩა კვარაცხელია ვარჯიშებზე თავშეკავებულია და თავისი ხასიათიდან გამომდინარე არ ცდილობს ზედმეტი ყურადღება მიიპყროს, ამის შესახებ ავტორიტეტული ფრანგული გამოცემა L’Equipe იუწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრების თავდამსხმელი მოთმინებით ელოდება, რომ ახალი გუნდის ლიდერი გახდეს. მას გათავისებული აქვს, რომ ჯერ კიდევ ადაპტაციას გადის ფრანგულ ფეხბურთში და მთავარი მწვრთნელის ლუის ენრიკეს იდეებს ალღო უნდა აუღოს.
კვარაცხელია პსჟ-ს იანვარში შეუერთდა და მანამდე „ნაპოლიში“ ჩატარებულ 19 მატჩში 5 ბურთი გაიტანა, პლუს 3 საგოლე პასი გააკეთა. მან პარიზელთა მაისურით ჩატარებულ 6 შეხვედრაში მეტოქეთა კარი ერთხელ აიღო და 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.
ლაშა თაბაგარი





