კრისტალბეთ ეროვნული ლიგის 30-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „რუსთავმა“ თბილისის „დინამოს“ უმასპინძლა და 0:2 დამარცხდა. თამაშის დაწყებამდე ორივე გუნდის ფეხბურთელები და მსაჯები მოედანზე 7-ნომრიანი შავი მაისურებითა გავიდნენ, რომლის წინა მხარეს საქართველოს ეროვნული ნაკრების ექსკაპიტანი აწ გარდაცვლილი გიორგი ნემსაძე იყო გამოსახული წარწერით – „ნემსა“. ცხადია, გუნდებმა და დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე შეკრებილმა ქომაგებმა 54 წლის ნემსაძის ხსოვნას, რომელმაც ეროვნულ გუნდში 69-ჯერ ითამაშა და 42-ჯერ უკაპიტნა, პატივი წუთიერ დუმილით მიაგეს. „დინამოს“ ფანებმა კი გადმოფინეს ბანერი წარწერით: „მშვიდობით კაპიტანო“.
მატჩის 35-ე წუთზე ნიკა ნინუას ჩაწოდებული კუთხურის მერე, ბურთი ისევ დინამოელთა კაპიტანს მიუვიდა, რომელიც შეეცადა მასპინძლების საჯარიმოში გვერდი განელი ნახევარმცველისთვის პრინს ოსეისთვია აევლო, ამ უკანასკნელს კი ტყავის სფეო ხელში მოხვდა და არბიტრმა გოგა კიკაჩეიშვილმა პენალტი დანიშნა. ნინუამ თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.
62-ე წუთზ დაახლოებით 22-23 მეტრიდან ნიკა ნინუამ საჯარიმო დარტყმა შეასრულა და „ცოცხალ“ კედელში მდგომი პრინს ოსეი გაიწია, ხოლო ბურთი სწორედ იქ გაძვრა, რის შემდეგ კარის ბადეში აღმოჩნდა. ოსეის კედლის დაშლისთვის ბრაზილიელმა ფორვარდმა ჟან ალმეიდამ უსაყვედურა.
თემურ ქეცბაიას გაწვრთნილი „დინამო“ 54 ქულით 10-გუნდიან ჩემპიონატში პირველ ადგილზეა, ხოლო „რუსთავი“ 52 ქულით მესამეა.
რუსთავი 0:2 დინამო თბ
ლაშა თაბაგარი





