„გრანადამ“, რომელშიც გიორგი წიტაიშვილი გამოდის, ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის 27-ე ტურში სტუმრად ქულა სატურნირო ცხრილში მე-3 ადგილზე მყოფ „უესკასთან“ აიღო – 1:1.
საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა. მასპინძლებიდან 76-ე წუთზე ანგარიში სოკომ გახსნა, ხოლო სტუმრებიდან საპასუხო ბურთი 84-ე წუთზე ბოიემ გაიტანა.
„გრანადამ“ ბოლო ოთხი მატჩიდან 2 მოიგო და ამდენივე ფრედ დაასრულა – 42 ქულით 22-გუნდიან სატურნირო ცხრილში მერვეა.
კვიპროსის ჩემპიონატის 23-ე ტურში აპოელმა გასვლაზე აელ-ს 2:1 აჯობა. გამარჯვებულთა სასტარტო შემადგენლობაში ლაშა დვალი იყო, რომელიც 54-ე წუთზე შეცვალეს. აპოელი 40 ქულით 14-გუნდიან ჩემპიონატში მე-5 ადგილზეა.
ლაშა თაბაგარი
