ავსტრალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ტონი პოპოვიჩმა მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე D ჯგუფში თურქეთთან 2:0 გამარჯვებას რაღაც განსაკუთრებული უწოდა.
„აქ მთავარი მწვრთნელის რანგში ყოფნით ამაყი ვარ. სასიამოვნოა იმ ხალხის გაღიმებული სახეების ნახვა, რომლებმაც ჩვენს მხარდასაჭერად ამხელა გზა გაიარეს. ამაყი ვარ ნაკრების სამწვრთნელო პერსონალის გაწეული სამუშაოთო და ზოგიერთი იღბლიანი გადაწყვეტილებით. ვცდილობდით მოთამაშეებისთვის სწორი მიმართულება მიმეცა და მხარი დამეჭირა. ისინი საუცხოო იყვნენ.
ეს რაღაც განსაკუთრებულია. ახალგაზრდა ბიჭები კომბინირებენ და გოლები გააქვთ, რის დაუფასებლობა შეუძლებელია, რადგან ეს მათ თავდაჯერებას მატებს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივიდა“ – განაცხადა პოპოვიჩმა SBS-თან.
ავსტრალიის გამარჯვება სენსაციად მიიჩნიეს, რადგან თურქეთი მატჩამდე უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. შეხვედრის 27-ე წუთზე ანგარიში ირანკუნდამ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე თურქების კარი მეტკალფმა აიღო. ავსტრალიის ნაკრებმა არსებობის ისტორიაში ევროპული გუნდი ორბურთიანი სხვაობით პირველად დაამარცხა. “მწვანე კონტინენტის” წარმომადგენლებმა მუნდიალებზე მეხუთე თამაში მოიგეს.
ლაშა თაბაგარი





