აზაროვმა გორის „დილასთან“ მოიგო

0
4

გორის „დილამ“, რომელსაც პორტუგალიელი ფრანსისკუ კაშტრუ წვრთნის, თურქულ შეკრებაზე მესამერ შეხვედრა უკრაინის მოქმედ ჩემპიონ დონეცკის „შახტართან“ ჩაატარა და 0:2 დამარცხდა.
დონეცკელთა სასტარტო შემადგენლობაში საქართველოს ეროვნული ნაკრების მცველმა ირაკლი აზაროვმა ითამაშა. „შახტარიდან“ 57-ე წუთზე ანგარიში პედრო ემრიკემ გახსნა, რომელმაც შორი მანძილიდან გაიტანა. 64-ე წუთზე ლასინა ტრაორემ გორელთა საჯარიმოში ორი მცველი და მეკარე დააწვინა, რის შემდეგ ბურთი კარში გაახვია.
მანამდე, შეკრებაზე „დილა“ პოლტავის „ვორსკლასთან“ 1:2 დამარცხდა, ხოლო ოდესის „ჩერნომორეცთან“ შეხვედრაში (1:1) ფეხბურთელებს შორის ჩხუბის გამო მეორე ტაიმი არ ჩატარდა.
ლაშა თაბაგარმა