თურქეთის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ მსოფლიო 2026 წლის ჩემპიონატის სტარტზე D ჯგუფში ავსტრალიასთან 0:2 წაგების შემდეგ განაცხადა, რომ საგოლე მომენტების გამოყენების შემთხვევაში, სხვა შედეგი დაფიქსირდებოდა.
„ტაქტიკური თვალსაზრისით მატჩმა ისე ჩაიარა როგორც ველოდით. ვიცით, რომ ავსტრალია ნაკრებია, რომელიც თავს ღრმად იცავს. ჩვენს მიერ შექმნილი საგოლე მომენტების რეალიზების შემთხვევაში ყველაფერი სხვაგვარად იქნებოდა, მაგრამ მეტოქის ორი კონტრშეტევის შემდეგ ორი გოლი გავუშვით. ფეხბურთელები ბოლონდე დაიხარჯნენ. თუ ასეთი განწყობით გავაგრძელებთ, მაშინ სასურველ შედეგს მივაღწევთ“ – იუწყება იტალიელი სპეციალისტის ნათქვამს De Marke Sports.
ავსტრალიის გამარჯვება სენსაციად მიიჩნიეს, რადგან თურქეთი მატჩამდე უპირობო ფავორიტად მიიჩნეოდა. შეხვედრის 27-ე წუთზე ანგარიში ირანკუნდამ გახსნა, ხოლო 75-ე წუთზე თურქების კარი მეტკალფმა აიღო.
ლაშა თაბაგარი





