„ტორპედოს“ ზედიზედ მეორე ფრე შეკრებაზე

0
5

ქუთაისის „ტორპედომ“ გერმანელი მწვრთნელის დირკ შუსტერის ხელმძღვანელობით ესპანურ შეკრებაზე მეორე ამხანაგური მატჩი ჩაატარა. რიონისპირელები ნორვეგიის რანგით მეორე ლიგაში მოასპარეზე „ჰოდს“ დაუზავდნენ.
ნორვეგიელებმა პირველი ტაიმის 42-ე წუთზე ანგარიში გახსნეს, ხოლო ქუთაისელებიდან საპასუხო ბურთი 78-ე წუთზე ბრაზილიელმა დოს სანტოსმა გაიტანა.
შუსტერმა „ტორპედოს“ სასტარტოში შემდეგი ფეხბურთელები ათამაშა:
გოშაძე, კვერკველია, ნადარაია, ვარლეი, ბასილაძე, ჩერიფი, ზიტა, ბიძინაშვილი, პირესი, კოხრეიძე, იონსენი.
შეგახსენებთ, რომ „ტორპედომ“ შეკრებაზე პირველი სპარინგი უკრაინის „ჩერკასთან“ ასევე 1:1 დაასრულა.
ლაშა თაბაგარი