საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის „იბერიამ“ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური მატჩი ყაზახეთის „ორდაბასითან“ ჩაატარა და 0:1 დამარცხდა.
ყაზახებმა ერთადერთი გოლი 49-ე წუთზე გაიტანეს, როდესაც საჯარიმოს გარეთ გამოსულმა თბილისელთა მეკარე მეგრელიშვილმა ცუდი პასი გააკეთა, ხოლო მეტოქე ფეხბურთელმა თითქმის 30 მეტრიდან ცარიელ კარში გაიტანა.
ლევან კორღალიძემ „იბერია“ ასეთი შემადგენლობით ათამაშა:
მეგრელიშვილი, ქობულაძე, ჯგერენაია, ქუქალია, ჯინჯოლავა, კლასი, დადიანი, გეგუჩაძე, სილაგაძე, ნ. ხორხელი, ხაჩიძე.
სათადარიგოები: კურტანიძე, ამისულაშვილი, აგიაკვა, ქვარცხავა, სიხარულიძე, გელაშვილი, ქარდავა, გ. მამაგეიშვილი.
ლაშა თაბაგარი
