სომხეთის ფეხბურთელთა ეროვნულ ნაკრებს ჯონ ვან სხიპი გაწვრთნის. ნიდერლანდელმა სპეციალისტმა სომხეთის ფედერაციასთან კონტრაქტი 1+1 სისტემით გააფორმა. 61 წლის ნიდერლანდელი სპეციალისტი თავის მოვალეოის შესრულებას მიმდინარე წლის მარტიდან შეუდგება.
ნიდერლანდელი სპეციალისტი გასულ წელს ამსტერდამის „აიაქსში“ მუშაობდა, რომელიც სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.
ვანტ სხიპმა სამწვრთნელო მოღვაწეობა „აიაქსის“ ახალგაზრდულ გუნდში დაიწყო. ამის შემდეგ, ის „ტვენტეს“, ავსტრალიის „მელბურნ ჰართს“ და „მელბურნ სიტის“, მექსიკის „გვადალახარას“, „ზვოლეს“ და საბერძნეთის ეროვნულ გუნდს ავარჯიშებდა.
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგის B ლიგაში ადგილის შესანარჩუნებლად საქართველოს ნაკრები სომხეთს დაუპირისპირდება – პირველი მატჩი 20 მარტს ერევანში შედგედა, ხოლო საპასუხო 23 მარტს თბილისში.
ლაშა თაბაგარი
